ახალი ამბები
ტყიბულის შახტში სამუშაოები 9 თვეა შეჩერებულია
FaceBook
ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მოპოვებითი სამუშაოები 9 თვეა გაჩერებულია.
მეშახტეები შიშობენ, რომ შესაძლოა, შახტის მუშაობა საერთოდ გაჩერდეს.

"გვატყუებენ, ყოველი თვის დასაწყისში გვიპრდებიან რომ სამუშაოები დაიწყება. თავიდან გვითხრეს 1 იანვარი, მერე, თებერვალოი, ახლა კი გვეუბენიან 1 აპრილს დაიწყებენ. ჩვენ გვინდა კონკრეტული პასუხი როდის დაიწყება შახტსი მუშაობა", – ამბობს ერთი ერტი მეშახრე ხვიჩა გაბუნია.

მეშახტეების თქმით, ხელფასი ჯერ–ჯერობით ერიცხებათ.

შახტაში საწარმო პროცესი ივლისის აფეთქების შემდეგ შეწყდა, მეშახტის დაღუპვის შემდეგ შეჩერდა. უბედური შემთხვევის შემდეგ, კომპანია "საქნახშირი", რომელიც ტყიბულის შახტებში ოპერირებს, ბაზრიდან შესაძლო გასვლაზეც ალაპარაკდა. კომპანიას უბედური შემთხვევის შემდეგ ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები აღარ უწარმოებია.

"საქნახშირში" განმარტავენ, რომ გადაწყვეტილებას შახტის გახსნასთან დაკავშირებით დასკვნის დადების შემდეგ მიიღებენ, რომელზეც ცალმხრივი კომისიისა და სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, გერმანელი ექსპერტები მუშაობდნენ.

Print