ახალი ამბები
თეთრი ხიდის საქმეზე ქუთაისის მერიამ მეორე სასამართლო დავაც წააგო
FaceBook
თეთრ ხიდზე სტიკერების გაკვრის საქმეზე ქუთაისის მერიამ სასამართლო დავა მეორედ წააგო. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციის"ევროპა ჩვენი სახლია " მიმართ გამოწერილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გააბათილა.

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძის თქმით, ორგანიზაციის წევრებს ხიდზე გამაფრთხილებელი სტიკერების გაკვრით კანონი არ დაურღვევიათ.

ქუთაისის მერიამ იგივე საქმეზე პირველი დავაც წააგო, როცა "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი გია გოქაძე ხიდზე სტიკერების "სახიფათოა " გაკვრის გამო 500 ლარით დააჯარიმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა თეთრ ხიდზე გამაფრთხილებელი შინაარსის სტიკერები მას შემდეგ გააკრეს, რაც გასულ წელს ხიდზე მინა დაიბზარა, მერიას კი ხიდის დაზიანებული მონაკვეთი არც შემოუსაზღვრია.


ამავე თემაზე:

ხიდი, რომელსაც "გახსნა" არ ეღირსა

Print