ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტი ევროპაში მგზავრთა ნაკადის ზრდით ლიდერობს
FaceBook
აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით, ქუთაისი ევროპაში მეორე ადგილზეა.

საუბარია იმ აეროპორტებზე, რომლებიც წელიწადში 5 მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან.

როგორც აეროპორტრის ადმინისტრაციაში ამბობენ,  მგზავრთა ნაკადის მატება 2018 წლის იანვართან შედარებით (112.2 %-იანი ზრდა) ფიქსირდება.

ავიაკომპანია ,,ვიზაირი"  საქართველოში 2012 წელს შემოვიდა და ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამავე წლის სექტემბრიდან დაიწყო.

ამჟამად, ,,ვიზაირი" ქუთაისიდან პირდაპირ, რეგულარულ ავიარეისებს ასრულებს 13 ქვეყნის 21 მიმართულებით.
Print