ახალი ამბები
ქუთაისში მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული მოზარდები საავადმყოფოდან გაწერეს
FaceBook
ქუთაისში, ავტოქარხნის უბანში, მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული ბავშვები საავადმყოფოდან გაწერეს.

19 მარტს, ბავშვთა დღის ცენტრიდან სახლისკენ მიმავალ და-ძმას წყალტუბო-ქუთაისის მატარებელ დაეჯახა, იმ დროს, როდესაც ისინი ლიანდაგს კვეთდნენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

საქართველოს რკინიგზა მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.


ამავე თემაზე:

სახიფათო გზა შინისკენ
Print