ახალი ამბები
კვირის განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-27 მარტს დასავლეთ საქართველოსა და იმერეთის რეგიონში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ინფრომაციით, ჰაერის ტემპერატურა 25 მარტს 10-14 0 -ია ნავარაუდევი, 26-27 მარტს მაქსიმალური ტემპერატურა 18-დან 26 0-მდე იქნება. 26 მარტს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. მათივე ცნობით, 28 მარტიდან კი კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და 10-12 0-მდე. მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი 31 მარტს შესაძლებელია თოვლი.
Print