ახალი ამბები
ქუთაისის მერია - გელათის ქუჩაზე სატვირთო მანქანები აღარ იმოძრავებენ
FaceBook
"ქუთაისიპოსტთან" საუბარში გელათის ქუჩის მცხოვრები, ნათელა ტურაბელიძე კი  განმარტავს, რომ დაპირების მიუხედავად, დღეს გელათის ქუჩაზე  რამდენიმე სატვირთო მანქანა გადაადგილდა.


ქუთაისში, გელათის ქუჩაზე სატვირთო აავტომანქანები, რომლებსაც სამშენებლო მასალები გადაჰქონდათ, დღეიდან აღარ იმოძრავებენ. ამის შესახებ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, მალხაზ ბასილაძე განმარტავს. მისი თქმით, სატვირთო მანქანების გადაადგილებას მერიის თანამშრომლები აკონტროლებენ.
"დღეიდან უკვ აღარ იმოძრავებენ სატვირთო მანქანები და ამას ჩვენი თანამშრომლები აკონტროლებენ. მართალია, აქამდეც არ უნდა ევლოთ სატვირთო მანქანებს გელათის ქუჩიდან, მაგრამ რდაგან ავტობანის მშენებლობაზე გადაჰქონდათ სამშენებლო ქვები, ჩვენც ხელს ვუწყობდით. მაგრამ ისე არ გვინდა, რომ ერთი საქმე გაკეთდეს და მეორე გაფუჭდეს. ვხედავთ მოსახლოება ამ მანქანების გამო შეწუხებულია", - ამბობს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი.
"ქუთაისიპოსტთან" საუბარში გელათის ქუჩის მცხოვრები, ნათელა ტურაბელიძე კი  განმარტავს, რომ დაპირების მიუხედავად, დღეს გელათის ქუჩაზე  რამდენიმე სატვირთო მანქანა გადაადგილდა. თუმცა, ის დატვირთული არ ყოფილა.
ქუთაისში, გელათის ქუჩის მაცხოვრებლებმა გუშინ გზა გადაკეტეს, რასაც ადგილობრივებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოჰყა.
Print