ახალი ამბები
იმერეთში ერთ-ერთი დაკავებულის სახლიდან იარაღი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს
FaceBook
იმერეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი  პირი დააკავა
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნაგანის ტიპის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და 6 საბრძოლო ვაზნა  ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე  სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print