ახალი ამბები
ფურშეტი ბიუჯეტის ხარჯზე – რა დაუჯდა ქუთაისის მერიას ჟურნალისტების გამასპინძლება
FaceBook
ქუთაისის მერიამ სხვადასხვა თაობის ჟურნალისტებს, ადმინისტრაციულ შენობაში, პროფესიული დღე ფურშეტით მიულოცა. 
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ჟურნალისტების გამასპინძლებისთვის მოწყობილი ფურშეტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 100 ლარი დაიხარჯა.

შეხვედრას მედიის წარმომადგელებთან ერთად მერიის ადმინისტრაციული სამსახურისა და პრესსამასახურის უფროსები ესწრებოდნენ.  ფოტოები მერიის პრესსამსახურის თანამშრომლებმა  სოციალურ ქსელში გაავრცელეს. 

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 21 მარტს, ქუთაისის მერია ჟურნალისტებისთვის საზეიმო შეხვედრას ყოველწლიურად აწყობს. 

Print