ახალი ამბები
ქალაქში კი არა საჰარაში ვცხოვრობთ - ქუთაისში მოსახლეობამ გზა გადაკეტა
FaceBook
ქუთაისში, გელათის ქუჩის მაცხოვრებლებმა გზა გადაკეტს, რასაც ადგილობრივებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყა. მოსახლეობის თქმით, ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები უხეში ფორმებით ცდილობდნენ მათ დაშლას. 

ადგილობრივები გელათის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოების დაუსრულებლობას აპროტესტებენ. ასევე, მათი პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი, გელათის ამორტიზებულ ქუჩაზე დიდი ქვებით დატვირთული ტრაილერების აქტიური გადაადგილებაა, რომელიც საცხოვრებელ სახლებს საფრთხეს უქმნის.  "ქალაქში კი არა საჰარაში ვცხოვრობთ. კი ბატონო,  კარგია რომ გზებს აკეთებენ. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. რა უსაშველო ჭირს ამ ქუჩას. სახლში კარები და ფანჯრები ვერ გაგვიღია. მტვერში ვართ,  ისე მაინც მოვიდნენ და გვითხრან როდის დასრულდება სამუშაოები. ვიდრე ქუჩა არ გადვკეტეთ, არავინ მოგვაქცია ყურადღება. ქვებით დატვირთული ტრაილების სიმძის გამო სახლიც გაიბზარა", - განაცხადა გელათის ქუჩის მაცხოვერელმა, ნათელა ტურაბელიძემ.
ამის გარდა, ადგილობრივების თქმით, გელათის ქუჩაზე უკვე დიდი ხანია  ტურისტები ვერ გადაადგილდებიან.
ადგილზე ქუთაისის მერის მოადგილე ნოდარ მიქიაშვილი და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ. მიქიაშვილმა გელათის ქუჩის მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდა და განუმარტა, რომ სამუშაოები კიდევ ორი თვე გაგრძლდება. რაც შეეხება, ტრაილერების გადაადგილებას,  მოსახლოებას პირობა მისცა, რომ სხვა ალტენატიული გზით იმოძრავებენ.
"ეს ტარილერები ავტობანის მშენებლობაზე მუშაობენ. ხვალიდან ალეტერნატიულ გზას გამოვძევნით რომ ეს ქუჩა განვტვირთოთ", - აღნიშნა მიქიაშვილმა. მისივე თქმით, ამდრომდე ტრაილერები გელათის ქუჩით იმიტომ გადაადგილდებოდნენ, რომ "სხვა ალტერნატიული ქუჩა უფრო გრძელია და ავტობანის მშენებლობის ხარჯებს გაზრდიდა", - განმარტა ნოდარ მიქიაშვილმა.
ადგილობრივების თქმით, გელათის ქუჩაზე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს.
"მუშები დღეგამოშვებით დადიან", - აღნიშნავენ ადგილობრივი მაცხოვრებლები.
გელათის ქუჩის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია "გზამშენი XXI" ახორციელებს. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. 
თეკლე მორგოშია
Print