ახალი ამბები
„პირობას ვდებთ, ივლისის დასაწყისში "ტორპედოს" მოედანი მზად იქნება“ –დავით მუჯირი
FaceBook
"ტორპედოს" მოედანზე ბალახის საფარის შეცვლის სამუშაოები დაწყებულია.
როგორც ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ქუთაისიპოსტთან საუბარში განაცხადა, მოედანი თამაშების მისაღებად 2019 წლის ივლისის დასაწყისში მზად იქნება.

"მოედნის საფარს სჭირდებოდა სასწრაფო ჩარევა. სამუშაოები უკვე დაწყებულია და აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ ივლისის დასაწყიში მოედანი იყოს მზად. ჩვენ შევპირდით ქალაქს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ დროისთვის "ტორპედოზე" შესაძლებელი იყოს როგორც ეროვნული ჩემპიონატის, ასევე, ევროტურნირების მატჩების ჩატარება", – განაცხადა დავით მუჯირმა.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ჯერჯერობით არ საუბრობს, რამდენი დაიხარჯება მოედნის საფარის რეაბილიტაციისთვის, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია დაფარავს.

ბალახის საფართან ერთად, "ტორპედოზე" მასშტაბური რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს კლუბის ინფრასტრუქტურას. ქუთაისის მერიამ სამუშაოების პროექტრებაზე 35 000 ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია ვინ დაააფინანსებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც  ტენდერი დასრულდება.



Print