ახალი ამბები
მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
FaceBook
ქუთაისში, მატარებლის დაჯახების შედეგად  დაშავებული და-ძმა  დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული, სადაც მათ შესაბამისი მკურნალობა უტრადებათ.
კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის გიორგი ხუციშვილის თქმით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 10 წლის გოგონას თავის ქალის და სახის ძვლების მრავლებითი მოტეხილობა აღენიშნება, ხუთი წლის ბიჭს კი ჰემატომა თავის ტვინში.

შემთხვევა 19 მარტს მოხდა. და-ძმა სკოლიდან მოკლე გზით ბრუნდებოდა, მათ ლიანდაგი უნდა გაევლოთ, როდესაც წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახათ. ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 275-ე მუხლის პირველი  ნაწილით მიმდინარეობს,  რაც სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


Print