ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში ატესტაციის ჩატარების თარიღები ორ კვირაში დასახელდება
FaceBook
ქუთაისის მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე, ,,ააიპ" ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა და რეორგანიზაციის, ატესტაციის ეტაპების შესახებ ინფორმაციაა გააცნო.

საატესტაციო წესის შესაბამისად ორი კვირის შემდეგ დასახელდება ატესტაციის პირველი ეტაპის - ტესტირების და მე-2 ეტაპის - გასაუბრების თარიღები.
ატესტაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ,,ააიპი"-ს ადმინისტრაციის თანამშრომლები გაივლიან.
როგორც მერიაში განმარტავენ, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობების გაგრძელების სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, ტესტირების ეტაპის გადალახვა მოუწევთ ფილიალის მმართველად მყოფ პიროვნებებს. მერის მოადგილის თქმით, "ააიპის" თანამშრომლებს, სურვილის არსებობის შემთხვევაში, ტესტირებამდე ტესტირების გავლამდე სამუშაოს გაგრძელება ხელშეკრულების საფუძველზე შეეძლებათ. 
მერიაში განმარტავენ, რომ ტესტირების მიზანია შეფასდეს მონაწილის ცოდნა და უნარ-ჩვევები.
"ტესტირების მიზნიდან გამომდინარე, ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან: ტესტის პირველი ნაწილი მიმართულია მონაწილის ცოდნის შესაფასებლად, ხოლო მეორე ნაწილი ემსახურება უნარ-ჩვევების დადგენას. მინიმალური ბარიერია 100 კითხვიდან 65%. ხოლო ტესტის ხანგძლივობა 4 საათია.
,,ააიპ"- დაწესებულებების თანამშრომლებს, რეორგანიზაციის და ატესტაციის შესახებ რამდენიმე თვის წინ ეცნობათ," - აცხადებენ მერიაში.

ანა ჯანაშია
Print