ახალი ამბები
იმერეთში არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსა და იმერეთის რეგიონში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 

სინოპტიკოსების ცნობით, ხვალ 19 მარტიდან იმერეთში გამოიდარებს და ტემპერატურა 11 გრადუსამდე გათბება. უნალექო ამინდი 21 მარტამდე  შენარჩუნდება.

"21 მარტის შემდეგ ისევ წვიმასა და ატრამდგრად ამინდებს ველოდებით. დაიწევს ტემპერატურაც. მაღამთან რაიონებში შესაძლოა ითოვოს,"–  ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მისივე თქმით, ცივი და არამდგრადი ამინდები დასავლეთ საქართველოში დაახლოებით მარტის ბოლომდე იქნება.



Print