ახალი ამბები
მოშლილი ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის პროტესტი - რა ხდება დევნილთა ახლადაშენებულ კორპუსში
FaceBook
დევნილები ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსში ინფრასტრუქტურის მოშლას აპროტესტებენ.

საუბარია, ქუთაისში, აღმაშენებლის #112-ში ორი წლის წინ აშენებულ 14 სართულიან კორპუსზე, სადაც შენობის სარდაფში წყალი დგას. ასევე,  არ მუშაობს მესამე კორპუსში არსებული ლიფტი.

"საერთოდ არ გამომიყენებია ლიფტი, იმიტომ, რომ არ მუშაობდა თავიდანვე. შევაკეთებთ თუ არა, მაშინვე ფუჭდება. გვეშინია მანდ შესვლა", - ამბობს  კორპუსში მცხოვრები დალი კილაძე.

შენობის ბინათამხანაგობის თავმჯდომარე, ვეფხვია მიქაუტაძე ამბობს, რომ პრობლემები კორპუსში შესახლებისთანავე დაიწყო. მისი თქმით,  საკითხის მოსაგვარებლად არაერთხელ მიმართა წერილობით დევნილთა სამინისტროს და თავად კორპუსის მშენებელ კომპანიას "დიზაინ კომპლექსს", თუმცა უშედეგოდ.

"ელექტროენერგიის სადენია გაყვანილი სარდაფში და როგორ შეიძლება მანდ წყალი იდგეს", - ამბობს ვეფხვია მიქაუტაძე. 





"დიზაინ კომპლექსში" ქუთაისიპოსტს განუმარტეს, რომ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.




Print