ახალი ამბები
წყალტუბოში პოლიციელებს 17 წლის ბიჭის ცემაში ადანაშაულებენ
FaceBook
წყალტუბოში მცხოვრები ნანა ჩირგაძე,  მისი 17 წლის შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში შვიდ პოლიციელს ადანაშაულებს 
ის  ყვება, რომ პოლიციელებმა ნიკა შვანგირაძეზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად 10 მარტს, საღამოს იძალადეს.

დედის მტკიცებით, დაზარალებულს ცემისა და წამების კვალი ეტყობა.

როგორც ნანა ჩირგაძე ამბობს, ნიკას ხელზე სიგარეტის დაწვის კვალი, სხეულზე კი მძმე დაჟეჟილობები აღენიშნება.

"ბავშვი პურზე გავაგზავნე, სახლი რომ ბრუნდებოდა  ქუჩაში პოლიციელები სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული დახვდნენ. ბრალი დასდეს, თითქოს ქუჩაში იგინებოდა და ამ მიზეზით ჩასვეს მანქანაში. თუმცა ნიკა კარის სახელურს ჩაჭიდებია და ამიტომ დააწვეს სიგარეტი ხელზე. შემდეგ გზაში გაუჩერებიათ მანქანა და ნიკას ცემა ქუჩაში დაუწყიათ. ამ დროს ნიკას მეგობრები მისულან და პოლიციელებისთვის  წინააღმდეგობა გაუწევიათ, რის გამოც ნიკას მეგობრებიც დააკავეს," – ყვება ნანა ჩრგაძე.

მისივე თქმით, შვილის მეგობრები დაკითხვის შემდეგ გამოუშვეს, ნიკას კი ერთ თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. 

"ვეჭვობ, რომ პოლიციას სურდა ჩემს შვლთან თანამშრომლობა, რაზეც ნიკა არ დასთანხმდა მათ კი შური ასე იძიეს," – ამბობს ნანა ჩირგაძე.

აღნიშნულის შესახებ შსს-ს გენერალური ინსპექციისთვის ცნობილია და უკვე დაწყებულია ფაქტის შესწავლა.  სსკ  353-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელისადმი შეურაცხყოფის მიყენებას








Print