ახალი ამბები
დაასუფთავე გარემო - ახალი გამოწვევა სოციალურ ქსელში (ფოტო)
FaceBook
სოციალურ ქსელ Facebook-ში ახალი გამოწვევა გამოჩნდა. 

ინტერტენ გამოწვევის მიხედვით, სოციალური ქსელის მომხმარებლებს გარემოს დასუფთავებისკენ მოუწოდებს. 

"გადაიღე ფოტო დანაგვიანებულ გარემოში, გაასუფთავე ის და გვაჩვენე როგორ გალამაზდა ბუნება, " – ასეთი ლოზინგებით დასუფთავებულ გარემოსთან გადაღებული მრავალი ფოტო გავრელდა, რომლებსაც გამოწვევაში მონაწილე პირები ავრცელებენ. 



#trashtag - ამ ჰეშტეგით ინფორმაცია cnn- ზე რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ამერიკული გამოცემის ცნობით, სოციალურ გამოწვევას უკვე 26 ათასამდე გამოხმაურება აქვს. 

მათივე ინფორმაციით, დასუფთავების შესახებ პოსტები სხვადასხვა ქვეყნიდან, ფოტოებთან ერთადაა გამოქვეყნებული. 



სოციალურ ქსელში ახალი გამოწვევა აქტუალური მიმდინარე წლის 5 მარტს გახდა. ამერიკელმა რომან ბირონმა საკუთარ სოციალურ გვერდზე ფოტო დადო, სადაც ჯერ დანაგვანებული, შემდეგ კი მის მიერ დასუფთავებული ადგილი გადაიღო.

ფოტოს კი შემდეგი წარწერა დაურთო: "ახალი გამოწვევა მოწყენილი თინეიჯერებისთვის"








Print