ახალი ამბები
ოკაცეს კანიონი 19 მარტიდან გაიხსნება
FaceBook
ოკაცეს კანინონის დათვალიერებას ვიზიტორები 19 მარტიდან შეძლებენ.

ამ დრომდე კანიონზე  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

გარემოს დაცვის და სოფლის  სამინისტროს ინფორმაციით, კანიონზე შეიცვალა კიდული ბილიკის და გადასახედი პლატფორმის საფარი. დაიგო ლითონის გამჭვირვალე იატაკი, რომელიც ბილიკს მეტად ექსტრემალურს გახდის.

" რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვიზიტორთა ცენტრიდან გამშვებ პუნქტამდე მისასვლელ ბილიკზე არსებულ 13 ხიდს - ხის კონსტრუქცია შეიცვალა მეტალის კონსტრუქციით.
გვერდითი დამცავი ბაგირები შეიცვალა უჟანგავი ბაგირებით. შედეგად, კანიონში მოგზაურობა მეტად უსაფრთხო გახდება," – აცხადებენ სამინისტროში. 

ხონის მუნიციპალიტეტში მდებარე ოკაცეს ბუნებრივ ძეგლი იმერეთში ერთ–ერთი ყველაზე ნახვადი ტურისტული ადგილია.

ამავე თემაზე: 

ოკაცეს კანიონის რეაბილიტაციისთვის მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი გამოცხადდა
Print