ახალი ამბები
ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება ერთი დღით შეუწყდება
FaceBook
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 და 14 მარტს ქუთაისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. 

13 მარტის 06:00 საათიდან - 13-ის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება შემდეგ ქუჩებე: გოგოლი, ბაგრატიონი, ბალანჩივაძე, ჭყონდიდელი, ჩორგოლიანი, ლეონიძე, გურამიშვილი, რაზმაძე, გრ. აბაშიძე, ევდოშვილი, მოსკოვი, გორი, დეპო, ხაბეიშვილი, ნიკო მარი, ნეკრასოვი, წერეთელი - N165-ის ზევით, ახალგაზრდობის გამზირი, ჯორჯიაშვილი და კუპრაძის ქუჩა.

13 მარტის 07:00 საათიდან - 14 მარტის 07:30 საათამდე ასევე წყალმომარაგება შეწყდება ნიკეას II შესახვევში N40ა-დან N76-ის ჩათვლით.

13.მარტის 07:00 საათიდან - 13-ის 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეიზღუდება სოფლებშიც:  ზედა და ქვედა მესხეთი, ოფშკვითი, უკანეთი; ბროწეულას დასახლება.

წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვები კომპანია "ესემკა"-ს მიერ ახალი თუჯის მაგისტრალური მილსადენის დაერთებითი სამუშაოების ჩატარებამ გამოიწვია.
Print