ახალი ამბები
ზესტაფონში გაჩერებების ადგილებს გაასხვისებენ
FaceBook
ესტაფონის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ქალაქში არსებული გაჩერებების აღიცხვაზე მუშაობენ.

ზესტაფონში სატრანსპორტო გაჩერებების გასხვისებას გეგმავენ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ქალაქში არსებული გაჩერებების აღიცხვაზე მუშაობენ, რის შემდეგაც მოხდება მათი აუქციონზე გატანა.
"ამ ეტაპზე მიმდინარებს აღიცხვა, თუ რამდენი გაჩერებაა და ამის შემდეგ შესაძლოა აუქცინზე გავიტანოთ", - ამბობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ედისონ სალაძე.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონიდან 56 174 ლარის შემოსავალი მიიღო. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ედისონ სალაძის განმარტებით, აუქციონზე 18 ერთეული უძრავ-მოძრავი ქონების გატანა მოხდა. თუმცა აუქციონი მხოლოდ 7 ერთეულზე შედგა. დანარჩენი აუქციონი, სალაძის განმარტებით, ჩავარდა.

თეკლე მორგოშია
Print