ახალი ამბები
თურქეთში სასწავლო ვიზიტში მყოფი ქუთაისელი მოსწავლეები ქუთაისში დაბრუნდნენ
FaceBook
თურქეთიდან დაბრუნებულ 37-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ქუთაისის მერიაში უმასპინძლეს.

37-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად თურქეთში იმყოფებოდა ეტალონის გამარჯვებული, მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ სირბილაძეს, ზურაბ გორგილაძის სტიპენდიის წლევანდელი მფლობელი, მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ლელაძესა და ხორვატიის ქალაქ კარლოვეცის ფესტივალის გამარჯვებული, მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლე, სესილი მჟავანაძეს დღეს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია, თავმჯდომარის მოადგილეები რამაზ ჩხიკვაძე და ირაკლი შენგელია შეხვდნენ. ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სამი დღით, ქალაქ რიზეში, ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ კვიცარიძისა და რეჯიფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეებმა რეჯიფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში ქართულ ენაზე სპექტაკლი, " გამოძიება დამთავრებულია" (რეჟ. ტატო პატარიძე) წარადგინეს, რომელსაც ძირითადად თურქეთში მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ. ამავე უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე მერაბ კვიცარიძემ მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლე, ლიზი ლელაძესთან ერთად თემა, "1915-1923 წლების ქუთაისი და ცისფერყანწელები" წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა რამდენიმე სამედიცინო კლინიკა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაათვალიერეს. ასევე, იმყოფებოდნენ საკონსულოში სადაც ისინი საქართველოს კონსულს, ავთანდილ მაქაცაძეს შეხვდნენ.

Print