ახალი ამბები
კობა ნარჩემაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
FaceBook
ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ნარჩემაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ნარჩემაშვილმა ფრაქცია "ქართული ოცნება– სოციალ–დემოკრატებიდან" გასვლის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. მისი თქმით, ჯერჯერობით, არც ერთ ძალასთან არ აპირებს გაერთიანებას.

კობა ნარჩემაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობიდან შესაძლო გასვლის შესახებ განცხადება გასულ კვირაში გააკეთა. მისი თქმით, იგი ვერ იქნება იმ გუნდში, სადაც რიგ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებები აქვს.

რა პროცესებს გამოიწვევს  კობა ნარჩემაშვილის გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულოში, სადაც მისი ბიუროს ხელმძღვანელი, ალეკო ახალაძე უმრავლესობის დეპუტატია, ჯერჯერობით უცნობია. ალეკო ახალაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ  უმრავლესობის რიგების დატოვებას ჯერჯერობით არ აპირებს, თუმცა,  არაფერს გამორიცხავს. 

კობა ნარჩემაშვილი ქუთაისის მაჟორიტარად  2016 წლის საპარლამენტო  აჩევნებზე აირჩიეს.
Print