ახალი ამბები
პროგრამა, რომლითაც 2019 წელს 500–მდე ახალგაზრდას დასაქმება იგეგმება
FaceBook
"სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი"  500-მდე ახალგაზრდას დასაქმებას გეგმავს.

როგორც ცენტრში აცხადებენ, საუბარია პროგრამა "მომავლის ბანაკის" ლიდერების პოზიციაზე, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩევიან.

"ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი აცხადებს მიღებას "მომავლის ბანაკის" ლიდერების პოზიციაზე. ვინაიდან პროგრამა ქვეყნის სხვადასხვა ლოკაციაზე მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, სულ ხუთასამდე ლიდერს დავასაქმებთ,"– ამბობს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიგა გაბელაია.
მისივე ინფორმაციით 2019 წელს ბანაკები სხვადასხვა თემის მიხედვით ანაკლიაში, მანავში, შაორზე და ქუთაისში მოეწყობა.

საბანაკე პროგრამის ძირითადი ნაწილი საგამანმანათლებლო სფერო იქნება, თუმცა პროგრამა არაფორმალური განათლების მიღებასთან ერთად, გასართობ და დასასვენებელ ღონისძიებებსაც მოიცავს.

მომავლის ბანაკით დაახლოებით 10 ათასამდე ბავშვი ისარგებლებს.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლიდერები, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩევიან, უნდა იყვნენ კომუნიკაბელურები და ჰქონდეთ გუნდის მართვის უნარები. განსაზღვრული ასაკია  20 -დან 30 წლამდე.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე:

Print