ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსა და იმერეთის რეგიონში 12-დან 16 მარტის ჩათვლით, უმეტესწილად, უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში ზოგან აღმოსავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 19-დან 24 გრადუსამდე იქნება.

"მაღალმთიან რაიონებშიც ტემპერატურა 10-15 0 იქნება. 14 მარტს მოსალოდნელია წვიმა 15 მარტის ჩათვლით", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

იწვიმებს 17 მარტსაც.  მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი.

Print