ახალი ამბები
"ბორჯღალოსნები" ერთი ტურით ადრე ევროპის ჩემპიონები გახდნენ
FaceBook
„რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეოთხე ტურის მატჩზე საქართველომ  გერმანია 52:3 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით,  ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, ბორჯღალოსნები 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

საქართველოს ნაკრებმა ქუთაისში "აია არენაზე" მეტოქეს რვა ლელო დაუდო, პასუხად მხოლოდ ერთი ჯარიმა მიიღეს.  

ტურნირის ფინალური მატჩს საქართველო 17 მარტს კრასნოდარში რუსეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. 



Print