ახალი ამბები
ტირამისუს განსხვავებული რეცეფტი, რომელიც აქამდე არ იცოდით
FaceBook
ალბათ ყველასათვის ცნობილია უგემრიელესი იტალიური დესერტი ტირამისუ, თუმცა ცოტას ეცოდინება მისი  ბლინების ფირფიტებით მომზადების წესი.
მიყევით "ქუთაისიპოსტის" მიერ შემოთავაზებულ რეცეფტს, რომლითაც განსხვავებულ  ტირამისუს მოამზადებთ და ნამდვილად აღაფრთოვანებთ ოჯახის წევრებს.

ინგრედიენტები ბლინებისთვის:

კვერცხი – 4  ცალი 

რძე - 670 მლ

ფქვილი - 300 გრ

შაქრის პუდრა - 100 გრ 

დაფქვილი ყავა – 20 გრ (უმჯობესია ესპრესო) 


ბლინების მომზადების წესი:

ავთქვიფოთ კვერცხი და ნელ-ნელა დავამატოთ რძე. მიღებულ მასას თითო კოვზით ფრთხილად ვურევთ ფქვილს, ვამატებთ შაქრისა პუდრს და ყავას.  მიღებულ თხელ ფენებად ვაცხობთ ტაფაზე.(სასურველია ტაფას ისეთი ზედაპირი ჰქონდეს, რომელსაც არ სჭირდება ცხიმის დამატება)
ამ ცომით დაახლოებით 20-25 ბლინის ფირფიტა გამოდის.


ინგრედიენტები კრემისთვის: 

შაქრის პუდრა - 100 გრ. 

კვერცხის გული - 3 ცალი.

მასკარპონე - 500 გრ. (შეგვიძლია შევცვალოთ ნებისმიერი ნაღების მდნარი ყველით მაგ. ნაღების ყველი ფილადელფია ან ნადუღისა და მაღალპროცენტიანი ნაღების ნარევი.)

ნაღები 35%  - 250 გრ. 

კრემის  მომზადების წესი: 

მიქსერით გასქელებამდე ვდღვიბოთ ნაღები, დავამატოთ მასკარპონე და შაქრის პუდრთან ერთად ავთქვიფოთ კვერცხის გულები. კრემს ავურიოთ ერთგვაროვან მასის მირებამდე. 

მომზადებული ბლინების თითოეულ ფენას თხლად წავუსვათ კრემი, შემდეგ მოვაყაროთ შაქარში არეული კაკაო (2 ჩაის კოვზ შაქარზე 1 ჩაის კოვზი კაკაო) და ასე გავაგრძელოთ თითოეულ ფენაზე. ბოლო ფენას მოვაყაროთ კაკაო დამოვრთოთ ნიგვზის ლებნებით. 

გემრიელად მიირთვით.
Print