ახალი ამბები
ქუთაისში ოპერატორ სოფო ბობოხიძის სახელობის ტურნირი დაიწყო
FaceBook
ქუთაისის ,,აია არენაზე" ტელეკომპანია "პირველი არხის" ოპერატორის, სოფო ბობოხიძის სახელობის ტურნირი ფეხბურთში დაიწყო.
ტურნირი ტრადიციულია და უკვე მესამე წელია იმართება. მასში იმერეთის რეგიონის 8 გუნდი მონაწილეობს. გუნდები ორ ჯგუფში არიან განაწილებული.

ფინალური შეხვედრა 14 მარტს გაიმართება.

გამარჯვებულ გუნდს სოფო ბობოხიძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა.

შეჯიბრებს ორგანიზებას ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება უწევს.

Print