ახალი ამბები
სკვერი, ნაგავსაყრელის ნაცვლად – საპროტესტო აქცია ჭოგნარში
FaceBook
თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში, სადაც   ნაგავსაყრელი უნდა მოწყოს, მოსახლეობამ დღეს ხეები დარგა. ადგილობრივებმა ამ  ჟესტით ხელისუფლებას მოუწოდა ტერიტორიაზე  ნაგავსაყრელის ნაცვლად დასასვენებლი პარკი მოაწყოს. 

"რომ გვაბინძურებენ ტერიტორიას და ჯამრთეობისთვის საშიშ  ნაგავსაყრელს გვიკეთებენ, არ ჯობია სკვერი გააკეთონ?", – განაცხადეს დღეს ადგილობრივებმა.  

აქციის მონაწილეთა თქმით, ხელისუფლება დაპირდათ ამ საკითხის მოგვარებას, თუმცა ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებიათ. ისინი აცხადებენ, რომ თუკი არ შეიცვლება ეს გადაწყვეტილება პერმანენტულ აქციებს გამართავენ, დადგამენ კარვებს, არ შემოუშვებენ ტექნიკას და დაიწყებენ შიმშილობას.

ამ სოფლების მოსახლეობა ეწევა მესაქონლეობას, აწარმოებენ რძის პროდუქტებს. ნაგავსაყრელი კი დააბინძურებს ჰაერს და წყალს,რის გამოც ისინი პროდუქციას ვეღარ გაასაღებენ.


რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა თერჯოლის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭოგნარში მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლის, გიორგი შუხოშვილის თქმით 36 ჰა მიწის ფართობზე, ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დასრულება 2020 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება.

"გასული წლების 60-იანი წლებიდან ფუნქციონირებს სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და ნიკეას უბანში არსებული ნაგავსაყრელები, მათ ამოწურეს თავიანთი ლიმიტი და ესენი აუცილებლად უნდა დაიხუროს. სამაგიეროდ, ვაშენებთ რეგიონულ ნაგავსაყრელს, სადაც ყველა ევროსტანდარტი იქნება დაცული", - ამბობს გიორგი შუხოშვილი.
Print