ახალი ამბები
რა ხდება ყოფილი ქარხნის შენობაში, სადაც საღამოს კონცერტი უნდა ჩატარდეს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მდებარე ყოფილი ქარხნის შენობაში კონცერტისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს. უკვე დამონტაჟებულია განათებისა და ხმის აპარატურა.



"ხმის აპარატურას ვამოწმებთ ახლა. მალე მოვა სტეფანეც და თვითონაც გაივლის რეპეტიციას. თითქმის,  დასასრულისკენ მიდის ყველაფერი. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ამაში და გელოდებით ყველას. დღეს იქნება დაუვიწყარი ივენთი ქუთაისში", - ამბობს "ქუთაისი არენას" ერთ-ერთი დირექტორი, ნიკოლოზ გაბელია.




სტეფანე მღებრიშვილის კონცერტი, დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.
Print