ახალი ამბები
იმერეთის გუბერნატორმა ქალთა დღე მეეზოვე ქალებს მიულოცა
FaceBook
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ ქალთა საერთაშორისო იმერეთის რეგიონის ყველაზე ასაკოვან და ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე ქალებს მიულოცა.
81 წლის მარგალიტა აბრამიძესა და 21 წლის  ლოლიტა თუთაშვილს გუბერნატორმა ყვავილები თავად გადასცა. მარგალიტა აბრამიძე 7 წელია ვანის მუნიციპალიტეტში დასუფთავების სამსახურში მუშაობს, ხოლო ლოლიტა თუთაშვილი 1 წელია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სუფთა გარემოზე ზრუნავს.



,,8 მარტი სიმბოლურად იმერეთის უხუცესსა და ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვეს მივულოცე. აღნიშნული პროფესიის ადამიანები ზრუნავენ სუფთა გარემოზე და მათი საქმიანობა ნამდვილად დასაფასებელია. ისინი სამუშაოს ყველაზე ადრე იწყებენ და შეიძლება ითქვას, რომ გვიან ამთავრეებენ. ამ ორი თაობის მეეზოვეს ერთი მიზანი აქვს ემსახუროს საკუთარ მუნიციპალიტეტს და დილით გამოსულ მოქალაქეებს დაახვედროს მოწესრიგებული ქუჩები. მე მადლობა მინდა გადავუხადო თითოელ მათგანს, გაწეული სამსახურისთვის. ამ დღეს ვულოცავ ყველა ქალბატონს, განსაკუთრებით კი მეეზოვე ქალბატონებს და ვუსურვებ წარმატებებს”, -  განმარტა შავლეგო ტაბატაძემ. 

იმერეთის რეგიონში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 12–ვე მუნიციპალიტეტში იმართება.

ქალთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა.
Print