ახალი ამბები
"გიგა შუშანიამ სპექტაკლი დადგა“ – დავით ოქიტაშვილი
FaceBook
"საქართველოს კულტურის პალატის" თავმჯდომარემ, დავით ოქიტაშვილმა დღეს საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ინციდენტზე    ისაუბრა.
როგორც დავით ოქიტაშვილმა პრესკლუბ "მედიარუმში" განაცხადა, ოპოზიციამ პოლიტიკური შოუ მოაწყო.

"ნაციონალურმა მოძრაობამ"  და გიგა  შუშანიამ დღეს დადგა სპექტაკლი. რატომ უნდა მივცეთ ეს ქარხანა ოქიტაშვილს, ჯობია გავყიდოთო. მინდა კიდევ ერთხელ ვამხილო ტყუილში შუშანია, რომელიც ყოველთვის არასწორი ინფორმაციის გავრცელებით გამოირჩევა. ჩვენ იქ  დიდ თანხას ვხარჯავთ. საქართველო მარტო თბილისი და ბათუმი არ არის, გვინდა ქუთაისელ ახალგაზრდებსაც მოვუწყოთ ის სივრცე, რასაც ნატრობდნენ", – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

ავანგარდის ყოფილი ქარხნის "კულტურის პალატისთვის" უსასყიდლოდ გადაცემას საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოყვა. დავით ოქიტაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, გიგა შუშანია დაუპირისპირდა.

ოპოზიციამ "კულტურის პალატის" თავმჯდომარეს მდგრადობის დასკვნა მოსთხოვა. დავით ოქიტაშვილის თქმით, ქარხნის შენობა მდგრადობაზე რამდენჯერმეა შემოწმებული და ის უსაფრთხოა.

"ჩვენ ყველა კონცერტის წინ ვამოწმებთ შენობას. ისედაც, ვიცით, რომ 12 ბალზეა გათვლილი. ახლაც მუშაობს სამხარაულის ექსპერტიზის ათკაციანი ჯგუფი და შეიძლება ერთ საათში დასკვნა უკვე გვქონდეს",–ამბობს დავით ოქიტაშვილი.

რატომ ამოწმებს შენობას "კულტურის პალატა" კონცერტამდე ერთი დღით ადრე, ამაზე დავით ოქიტაშვილი ამბობს, რომ ექსპერტები უკვე რამდენიმე დღეა მუშაობენ და შეთანხმდნენ, რომ დასკვნა 7 ან 8 მარტს იქნებოდა.

Print