ახალი ამბები
„თანხმობა მიღებულია” – ქუთაისში Abba–ს კონცერტი გაიმართება
FaceBook
ორ მაისს ქუთაისში შვეიცარული ჯგუფის Abba–ს კონცეტი გაიმართება.
მუსკალური ჯგუფი,  განახლებული შემადგენლობით ,   ქუთაისს ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეწვევა.

კონცერტი ავანგარდის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე, "ქუთაისი არენაზე" ჩატარდება.

"საქართველოს კულტურის პალატის" თავმჯდომარის, დავით ოქიტაშვილის თქმით, ჯგუფთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.

"თანხმობა უკვე მიღებულია, მაგრამ დარჩენილია რაღაც დეტალები. ეს არის 90–იანი წლების მეგა პოპულარული ჯგუფი, რომელიც საქართველოს პირველად ეწვევა და ჩვენ გვინდოდა ეს სიხარული გვეჩუქებია ქუთაისელი მსმენელისთვის",–განაცხადა დავით ოქიტაშვილმა პრესკლუბ "მედიარუმში".

"კულტურის პალატის" ორგანიზებით ქუთაისში ერთი კონცერტი უკვე ჩატარდა. ბელგიური ჯგუფის "კონობას" შემდეგ, 8 მარტს "ქუთაისი არენაზე" სტეფანე მღებრიშვილის კონცერტია დაგეგმილი.


Print
თეგები: #კონცერტი #abba