ახალი ამბები
ზვიად ჯავახია აუდიტის სამსახურის უფროსად დაინიშნა
FaceBook
ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზვიად ჯავახიამ თანამდებობა დატოვა. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ზვიად ჯავახია მუშაობას მერიაში ახლადშექმნილ აუდიტის სამსახურში უფროსის პოზიციაზე გააგრძელებს.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობას მისი  მოადგილე, ნუგზარ ხუციბერიძე  შეასრულებს.

ქუთაისის მერიაში   აუდიტის განყოფილება სამსახურად რეორგანიზაციის ფარგლებში  გადაკეთდა. 


Print