ახალი ამბები
"ნატოს" საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები
FaceBook
"ნატოს" საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროების გაძლიერება და გაფართოება, 18 თვიანიპროექტის, "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში" ფარგლებში მოხდება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ცენტრს დაემატება 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური ბიურო გააგრძელებს მუშაობას.

პროექტის მეორე კომპონენტი რეგიონალური მედიაორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ გაშუქებას მოიცავს.

"აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტი-დასავლური პროპაგანდის განმომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში", - ამბობენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროში.

პროექტის დონორი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტია, საქართველოში აშშ-ის საელჩოს გავლით.

Print
თეგები: #ნატო