ახალი ამბები
"კომპანია "ესემკა"-მ ბევრი პრობლემა შეუქმნა ქალაქს" – ქუთაისის მერი
FaceBook
" კომპანია "ესემკ"-მ ბევრი პრობლემა შეუქმნა ქალაქს" - ეს განცხადება ქალაქის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. გიორგი ჭიღვარიას თქმით, ამან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა ადგილობრივი ხელისუფლება.

მერმა ისაუბრა ასათიანის ქუჩაზე, სადაც სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ესემკა წყლის სისტემის სამუშაოებს ახორციელებდა. გიორგი ჭიღვარიას თქმით, ასათიანის ქუჩის რეაბილიტაცია მარტის ბოლოს დასრულდება.

ქალაქის მერი დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს წლის განმავლობაში მერიის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშს აბარებს. მერმა ისაუბრა უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. მათ შორის,  კიდევ ერთხელ დაანონსა ცენტრალური ბულვარის, რიონისპირა სახლებისა და დავით კაკაბაძის გალერეის რეაბილიტაცია.

"წყლის კონტრაქტორმა კომპანია "ესემკა" -მ საკმაოდ ბევრი პრობლემა შეუქმნა ქალაქს და ამიტომ მოგვიწია მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარება. რამდენიმე წელია რაც კეთდება ასათიანის ქუჩა. ახლა მიდის ინტენსიური სამუშაოები და ვგეგმავთ მარტის ბოლოს გახსნას"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

"გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის" კონტრაქტორი "ესემკა" ქუთაისის მერიამ გაჭიანურებული სამუშაოების გამო რამდენჯერმე დააჯარიმა.
Print