ახალი ამბები
ქუთაისში ახლადგახსნილ მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა
FaceBook
ქუთაისში მაღაზია "ნავნეს " ცეცხლი გაუჩნდა. ამ წუთებში მაღაზიის თანამშრომლები და მომხმარებლები, რომლებიც ხანძრის გაჩენის მომენტში შენობაში იმყოფებოდნენ, ევაკუირებული არიან.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო -სამაშველო სამსახურის ბრიგადები. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. როგორც მაღაზიის თანამშრომლები ამბობენ, ცეცხლი შენობის პირველ სართულზე, სადენებს გაუჩნდა.

" ჩამრთველი აფეთქდა. უცებ ვერ მივხვდით რა ხდებოდა. შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა და ძლიერი კვამლი წამოვიდა. ყველას შეგვეშინდა და გარეთ გამოვცვივდით "-ამბობს მაღაზიის ერთ-ერთი თანამშრომელი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მაღაზია "ნავნეს" ახალი ფილიალი ქუთაისში 2 მარტს გაიხსნა.
Print