ახალი ამბები
ზესტაფონში, ახლადრეაბილიტირებულ სკვერში მწვანე ნარგავები დააზიანეს
FaceBook
ზესტაფონის ხელოვნების სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახლადრეაბილიტირებულ სკვერში მწვანე ნარგავები დააზიანეს.
უცნობმა პირებმა ნაძვებს ტოტები ჩამოამტვრიეს.

ზესტაფონის მერიის ინფორმაციით, ანალოგიური შემთხვევა ერთი კვირის წინ, 9 აპრილის სახელობის სკვერშიც მოხდა, სადაც პალმის ხეები დააზიანეს.

ზესტაფონის ხელოვნების სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი გასულ ზაფხულს მოეწყო. სკვერში დაირგო ხე-მცენარეები, დამონტაჟდა განათება და მოსასვენებელი სკამები.


Print