ახალი ამბები
წყალტუბოში მხატვრის სახლი გაძარცვეს
FaceBook
წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში მხატვარ ლევან გოგიტაძის სახლი გაძარცვეს. შემთხვევა 3 მარტს, საღამოს მოხდა. წაღებულია 350 ევრო. ოჯახის წევრების თქმით, ქურდები მაშინ გაიქცნენ როცა სახლის კარებს აღებდნენ. ნინო გოგისვანიძე ამბობს, რომ სოფელში ხშირია ასეთი შემთხვევები, რამდენიმე დღის წინ ორი ოჯახის დაყაჩაღება სცადეს,
მაგრამ წინააღმდეგობა გაუწიეს და წაღება ვერაფრის მოახერხეს.

მომხდარზე  177–ე მუხლით არის გამოძიება  დაწყებული.
Print