ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში მიმდინარე კვირას
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოსა და მათ შორის იმერეთის რეგიონში 4-დან 6 მარტის ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

"ჰაერის ტემპერატურა ღამით დაბლობ რაიონებში ზოგან -2 შენარჩუნდება, ნავარაუდევია +3 ტემპერატურაც. დღის ტემპერატურა კი 15-დან 19 0-მდე მოიმატებს", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 7 მარტს მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი. დღის მაქსიმალური ტემპერატურა 9-10 0 სითბოა მოსალოდნელი. 8-ში დღისით გამოიდარებს და 11 მარტს უნალექო და თბილი ამინდი შენარჩუნდება.
Print