ახალი ამბები
ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე შაქარი მოაყარეს – საპროტესტო აქცია ჭოგნარში
FaceBook
თერჯოლის რაიონის სოფელ ჯოგნარის მოსახლეობა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი აქცია მოაწყო.
ისინი ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე შაქარი მოაყარეს. ამჟესტით ხელისუფლებას ეუბნებიან რომ მშვიდობიანად უნდათ პრობლემის გადაწყვეტა. მათი თქმით, ხელისუფლება დაპირდათ ამ საკითხის მოგვარებას, თუმცა ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებიათ.

მოსახლეობა აცხადებს, რომ აძლევენ ერთი კვირის ვადას და თუკი არ შეიცვლება ეს გადაწყვეტილება პერმანენტულ აქციებს გამართავენ არ შემოუშვებენ ტექნიკას და დაიწყებენ შიმშულობას. ამ სოფლების მოსახლეობა ეწევა მესაქონლეობას, აწარმოებენ რძის პროდუქტებს.ნაგავსაყრელი კი დააბინძურებს ჰაერს და წყალს, რის გამოც ისინი პროდუქციას ვეღარ გაასაღებენ.

ჭოგნარის ტერიტორიაზე ნაგვავსაყრელის მოწყობა გაზაფხულზე  დაიწყება.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის შიში უსაფუძვლოა და პროტესტის მიუხედავად, ახალი ნაგავსაყრელი მაინც აშენდება. ახალ ნაგვასაყრელზე დაგემილია პოლიგონის, ავტომობილის ხიდური სასწორის და სადეზინფექციო აპარატების მოწყობა. სადაც, ნარჩენების კომპაქტირება და დაპრესვა მოხდება. ის ნაგავსაყრელი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 700 000 მოქალაქეს მოემსახურება. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 26 მლნ ევროს შეადგენს. პროექტს "მყარი ნარჩენების მართვის კომპანია", გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ახორციელებს. ახალი ნაგავსაყრელი 700 000 მოქალაქეს მოემსახურება.

რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა თერჯოლის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭოგნარში მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლის, გიორგი შუხოშვილის თქმით 36 ჰა მიწის ფართობზე, ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დასრულება 2020 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება.

"გასული წლების 60-იანი წლებიდან ფუნქციონირებს სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და ნიკეას უბანში არსებული ნაგავსაყრელები, მათ ამოწურეს თავიანთი ლიმიტი და ესენი აუცილებლად უნდა დაიხუროს. სამაგიეროდ, ვაშენებთ რეგიონულ ნაგავსაყრელს, სადაც ყველა ევროსტანდარტი იქნება დაცული", - ამბობს გიორგი შუხოშვილი.
Print