ახალი ამბები
აბაშაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების ნაწილი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს
FaceBook
აბაშის მუნუციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების ნაწილი ქუთაისში გადაიყვანეს.
ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ დროისთვის ხუთი დაშავებულია შეიყვანილი. კლინიკის დირექტორის ირაკლი გოგინავას თქმით, ჰოსპიტალიზებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ამ დროისთვის შეყვანილია ხუთი ადამიანი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშაულო სიმძიმის და სტაბილურია. მხოლოდ ერთს აქვს ზედა კიდურის მოტეხილობა და დასჭირდება ქირურგიული ჩარევა. 5 პაციენტი შემოიყანეს აბაშის საავადმყოფოდან.ორი მოთავსებულია ნეიროქირურგიულ განყოფილებაში თავის ტვინის შერყევით, ერთი ქირურგიულში ლავიწის ძვლის მოტეხილობით, ორი კი ემერჯენსის განყოფილებაში ნეკნებისა მოტეხილობით და სხულის დაჟეჟილობით", – ამბობს ექიმი.

დღეს, აბაშის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაშავა.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.

შს სამინისტროს ინფორმაცით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
Print