ახალი ამბები
ქუთაისის მერია 46 მეტრიანი დროშის აღსამართად 36 000 ლარს დახარჯავს
FaceBook
ქუთაისის მერიამ ქალაქის ერთ–ერთ ცენტრალურ შემოსასვლელთან, ნიკეას ქუჩაზე, 46 მეტრი სიმაღლის დროშის მოსაწყობად 36 299 ლარიანი ტენდერი (NAT190004381) გამოაცხადა.
დროშა ქალაქს ინდურმა კომპანია "სითი კონსტრაქშენმა" აჩუქა.

მერიის ინფორმაციით, დროშის სადგარი ქალაქში უკვე ჩამოტანილია. ტენდერის გზით შერჩეული კომპანია კი მისი მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს.

როგორც მერიაში ამბობენ, დროშა საქართველოში ყველაზე მაღალი იქნება.

ქუთაისის მერია დროშის აღმართვას გასულ წელსაც გეგმავდა. მაშინ, დგარის მოსაწყობად 65 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა, თუმცა, ოპოზიციამ და საზოგადოების ნაწილმა სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა გააპროტესტა, რის შემდეგაც მერიამ ტენდერი შეწყვიტა.

Print
თეგები: #დროშა