ახალი ამბები
გოგი წულაია საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე,  გოგი წულაია,  საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს. მისი თქმით, ბანკებს მოქალაქეები კაბალურ პირობებში ყავს და ისედაც გაღატაკებულ მოსახლეობას კიდევ უფრო აღარიბებს.

"ბანკებში პირგასამტეხლო უფრო მეტია შესატანი,  ვიდრე გრაფიკით გათვალისწინებული თანხა. ეს არის სრულიად კატასტროფა. გარდა ამისა, საბანკო რეგლუაციები ისეა  შედგენილი, რომ თაღლითებს საქმიანობა გაუადვილდეს.  სწორედ  ასეთი კაბალური პირობების გამოა, რომ  მოსახლეობაში არის მზარდი სოციალური პრობლემები. ამიტომაც ვთვლი, რომ  "საქართველოს  სამოქალაქო კოდექსის"  891–ე მუხლში უნდა შევიდეს ცვლილება" , – განცხადა " მედიარუმში" გოგი წულაიამ.  

მისი განცხადებით,  ფიზიკურ პირსა და ნებისმიერ  საკრედიტო ორგანიზაციას შორის  არსებული სასესხო ურთიერობის დროს,
ფინანსური დაწესებულება ვალდებული უნდა იყოს მოვალის მიერ გრაფიკით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი თანხის გადახდის შემთხვევაში მოხდეს ხელახალი გაადანგარიშება. 

გოგი წულაია ამ  ინიციატივასთან დაკავშირებით იწყებს ხელმოწერების შეგროვებას პარლამენტში წარსადგენად.
Print