ახალი ამბები
ბაღების ცხენის ხორცით მომარაგების საქმეზე ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
FaceBook
სამტრედიის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის საქმეზე ბრალდებული, შპს "ელენიკოს" ხელმძღვანელი ნუგზარ მარკოიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლემ ციცინო მოსიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა 20 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ.

პროცესს ბრალდებულიც ესწრებოდა. მან წაყენებულ ბრალში თავი ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო. ნუგზარ მარკოიძემ აღიარა დოკუმენტების გაყალბება, თუმცა, უარყო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანისა და მომხმარებლის მოტყუება.

ნუგზარ მარკოიძე სამტრედიის ბაღების ცხენის ხორცით მომარაგებისთვის 28 თებერვალს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული აყალბებდა ხორცის ვეტერინალურ მოწმობებს ე.წ. ფორმა #2–ს და ასე ახდენდა ბაღებში საქონლის ნაცვლად ცხენის ხორცის შეტანას.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე, 210-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნუგზარ მარკოიძეს 2–დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.



ამავე თემაზე:

ბაღების ცხენის ხორცით მომარაგების საქმეზე ბრალდებული თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს

სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში
პროცესი გაიმართება

სამტრედიის ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცის შეტანისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

სამტრედიის ბაღებში აღსაზრდელებს ცხენისა და ვირის ხორცს აჭმევდნენ


Print