ახალი ამბები
ბაღების ცხენის ხორცით მომარაგების საქმეზე ბრალდებული თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში,  სამტრედიის ბაღების ცხენის ხორცით მომარაგების საქმეზე სასამართლო პროცესი ამ წუთებში  მიმდინარეობს.
დაცვის მხარე ბრალდებულის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. პროკურატურამ  კი მოსამართლეს მისი პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობით მიმართა.  

სასამართლო პროცესს თავად ბრალდებული შპს "ელენიკოს "ხელმძღვანელი ნუგზარ მარკოიძეც ესწრება, რომელიც თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს. მარკოიძე  აღიარებს ყალბი დოკუმენტების გაფორმებას, მაგრამ უარყოფს ცხენის ხორცის მიწოდებასა და  მომხმარებლის მოტყუებას.

პროცესს მოსამართლე ციცინო მოსიძე უძღვება.

ნუგზარ მარკოიძე სამტრედიის ბაღების ცხენის ხორცით მომარაგებისთვის 28 თებერვალს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული აყალბებდა ხორცის ვეტერინალურ მოწმობებს ე.წ. ფორმა #2–ს და ასე ახდენდა ბაღებში საქონლის ნაცვლად ცხენის ხორცის შეტანას.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე, 210-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნუგზარ მარკოიძეს 2–დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე:

სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში
პროცესი გაიმართება

სამტრედიის ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცის შეტანისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

სამტრედიის ბაღებში აღსაზრდელებს ცხენისა და ვირის ხორცს აჭმევდნენ

Print