ახალი ამბები
სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართება
FaceBook
დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამტრედიის საბავშვო ბაღში ცხენის ხორცის შეტანაზე ბრალდებული კომპანია "ელენიკოს" დირექტორის პროცესი გაიმართება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომპანიის ერი წარმომადგებელი უკვე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს, ააიპ სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებასთან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2018 წლის განმავლობაში გაერთიანებაში შემავალი ბაგა-ბაღებისთვის საქონლის ხორცი უნდა მიეწოდებინა.

ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ვალდებული იყო საქონლის შეტანისას წარედგინა დამკვეთისათვის მიწოდებული საკვები პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. ნაცვლად ამისა, ბრალდებული დანაშაულებრივი განზრახვით, აყალბებდა ხორცის ვეტერინალურ მოწმობებს ე.წ. ფორმა #2 და გაყალბებული დოკუმენტაციით ახდენდა ბაღებში საქონლის შეტანას. გამოძიებით დადგინდა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ნაცვლად საქონლის ხორცისა, ნაწილობრივ შეტანილ იქნა ცხენის ხორციც", - ნათქვამია  უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამტრედიის 24 საბავშო ბაღში აღსაზრდელები ვირისა და ცხენის ხორცით იკვებებოდნენ. სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2018 წლის ოქტომბერში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ მომმარაგებელი კომპანია შპს "ელენიკო" ბაღებს საქონლის ნაცვლად ვირისა და ცხენის ხორცს აწვდიდა.

შპს "ელენიკო" სამტრედიის ბაღებს ხორცის პროდუქტებს თითქმის ერთი წლის განმავლობაში აწვდიდა. გაერთიანებამ კომპანიას 68 484 ლარიანი ხელშეკრულება 2018 წლის ოქტომბერში გაუწყვიტა. ახალი ტენდერის გამოცხადებამდე აღსაზრდელებს ხორცის პროდუქტი არ მიწოდებოდათ.

2019 წლიდან სამტრედიის ბაღების გაერთიანებას ხორცის პროდუქტებით ტენდერში გამარჯვებული ახალი კომპანია, შპს "ნარგული" ამარაგებს.

Print