ახალი ამბები
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული უზენაესმა სასამართლომ გაამართლა
FaceBook
22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული, სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, გოდერძი თევზაძე, უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.
თევზაძე გაამართლა წინა ინსტანციების სასამართლოებმაც.

გოდერძი თევზაძეს პროკურატურა 2016 წლის აგვისტოში, სამტრედიის სოფელ დაფნარის მკვიდრის, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებოდა. სამტრედიის პოლიციის ყოფილ თანამშრომელზე ძებნა იყო გამოცხადებული. მოგვიანებით იგი პროკურატურას ჩაბარდა. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება მომხდარიდან 9 თვეში დატოვა.

დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 2016 წლის 8 აგვისტოს დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც წერდა, რომ სამტრედიის პოლიციის ინსპექტორ–გამომძიებელი,  გოდერძი თევზაძე მას ფიზიკურად გაუსწორდა და მისგან ითხოვდა ინფორმაციას, თუ ვის ჰქონდა სოფელ დაფნარსა და კულაშში მარიხუანა დათესილი. 

გამოძიებით დადასტურებულია, რომ  თევზაძე დემურ  სტურუას თვითმკვლელობის დღეს შეხვდა და მასთან ერთად სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, თუმცა,  გარდაცვლილის მიერ დატოვებული წერილი და სხვა მტკიცებულებები, სასამართლოსთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და იგი დანაშაულოდ სცნო. 

ერთ–ერთი პირველი, ვინც გოდერძი თევზაძის უდანაშაულობაში ეჭვი შეიტანა, გარდაცვლილის დედა, ნონა ჯოჯუა იყო. 

ამავე თემაზე:


დამნაშავე, რომელიც არ არსებობს – სამტრედიელი ბიჭის დაკარგული სამართალი





Print