ახალი ამბები
"შევთანხმდით, რომ ყველა დავალიანება გასწორდება" – მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა პროტესტი შეწყვიტეს
FaceBook
ქუთაისში მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებსა და კომპანია "თი-ემ"–ის წარმომადგენლებს შორის მოლაპრაკება შედგა.
საუბარია, დევნილთა კორპუსებსას და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ობიექტებზე დასაქმებულ მუშებზე, რომლებსაც ხელფასები სამი თვეა არ მიუღიათ.

"ჩვენ მოლაპარაკება გვქონდა "თიე-ემის" უფროსობასთან, დაგველაპარაკენ და შევთანხმდით, რომ ყველა დავალიანება რაც იყო გასწორდება. ამიტომაც დღეიდან განვაახლეთ სამუშაები ჩვეულებრივად", - ამბობს მშენებლობაზე ერთ-ერთი დასაქმებული სერგო ჭიქაბერიძე.

კომპანია "თი-ემი" დევილებისთვის და შსს თანმაშრომლებისთვის საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს. მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა 27 თებერვალს აქცია გამართეს. ისინი კუთვნილი ხელფასების მიღებას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის დაწყებას გეგმავდნენ.



ამავე თემაზე:

ქუთაისში მშენებლობაზე დასაქმებულმა შიმშილობა დაიწყო
Print