ახალი ამბები
ქუთაისში 21 წლის ფოტოგრაფის გადასარჩენად საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება
FaceBook
ქუთაისში 21 წლის ფოტოგრაფის, გიორგი კალიაევის სიცოცხლის გადასარჩენად საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება.
საღამო სლოგანით: "სიცოცხლე ყველა ასაკში ტკბილია, განსაკუთრებით როცა 21 წლის ხარ", ნიღბების თეატრში, 28 თებერვალს გაიმართება.
კონცერტში ათზე მეტი მომღერალი და მუსიკალური ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას.

გიორგის ლეიკემიის დიაგნოზი დაუდგინეს. მას მკურნალობისთვის 15 000 დოლარი ესაჭიროება.

"გიორგი უკვე გაემგზავრა თურქეთში, სადაც უნდა ჩაუტარდეს ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია. მას ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება", – ამბობს საქველმოქმედო ორგანიზაცია "მძიმე ჯვარის" დამფუძნებელი, ზურა ორმოცაძე, რომელმაც, ქველმოქმედებაში ჩასართავად სოციალურ ქსელში ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც გამოიწვია სლოგანით: "გადამარჩინე მეგობრის გადარჩენით".

"გამოვიწვიე საკრებულოს და მერიის თანამშრომლები, რადგან ვთვლიდი, რომ ამ ფორმით უფრო მეტი ადამიანი გაიგებდა გიორგის შესახებ. ზოგმა გამოხატა ინტერესი, ზოგი საერთოდ არ გამომეხმაურა", – ამბობს ზურა ორმოცაძე.

საქველმომედო კონცერტი ნიღბების თეატრში საღამოს 5 საათზე დაიწყება. კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ლარია.

Print