ახალი ამბები
იმერეთის გუბერნატორი მოადგილის დანიშვნაზე - "გადაწყვეტილი არაფერია"
FaceBook
იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე ვიცე-გუბერნატორად დავით გორდელაძის შესაძლო დანიშვნას არ ადასტურებს.

მისი თქმით, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია.

"პირველად მესმის ეს ინფორმაცია დავით გორდელაძესთან დაკავშირებით. როცა მივიღებთ გადაწყვეტილებას, პირველს თქვენ გეტყვით,"- განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

დავით გორდელაძე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან  ურთიერთობის  სამსახურს კურირებს. 

იმერეთის გუბერნატორის მოადგილის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვიცე-გუბერნატორმა გრიგოლ დალაქიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე, 2019 წლის 6 თებერვალს დატოვა.
Print