ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში შტატები გაიზარდა
FaceBook
ქუთაისის მერიას, რეორგანიზაციის შედეგად, ცხრა შტატი დაემატა.

აქედან, ხუთი შტატით გაიზარდა რეორგანიზაციის შემდეგ შექმნილი აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა, რომელიც მანამდე განყოფილება იყო. ოთხი შტატი კი ინფრასტრუქტურის სამსახურს დაემატა.

ასევე, რეორგანიზაციის ფარგლებში, მერიაში გაუქმდა არქიტექტურის სამსახური, რომელიც  ცალკე აიპად ჩამოყალიბდა. ქალაქის მერის თქმით, ახალ აიპში 10-მდე ადამიანი დასაქმდება.

ცვლილებებს არ ეთანხმება ოპოზიცია და მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია სინამდვილეში "ქართული ოცნების "პარტიული აქტივისტების დასაქმებას ემსახურება. 

მერიაში  სულ 307 შტატია.  

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია 2018 წლის 4 დეკემბერს გამოცხადდა.


Print